მერი წარმატებულ სპორტსმენებს შეხვდა

  • ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია ევროპის და საქართველოს ჩემპიონატებში საპრიზო ადგილებზე გასულ წარმატებულ სპორტსმენებს და მათ მწვრთნელებს შეხვდა.

უწყების ცნობით, თითოეულ სპორტსმენს და მათ მწვრთნელებს მუნიციპალური პროგრამით განსაზღვრული წამახალისებელი ფულადი ჯილდო გადაეცემათ.

მერი სპორტსმენებს მაქსიმალურ მხარდაჭერას დაპირდა და მომავალ ასპარეზობებში წარმატებები უსურვა.
შეხვედრას მერის მოადგილე დავით ბერაია ესწრებოდა.


2023 წელს, სპორტის სხვადასხვა სახეობაში, საერთაშორისო პრიზები და ჯილდოები, როგორც გუნდურ ასპარეზობებში, ასევე ინდივიდუალურად, 18-მა ხობელმა სპორტსმენმა მოიპოვა.