თორსა-დღვაბა-ხამისკურის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

  • ხობის მუნიციპალიტეტის გაღმა საჯიჯაოს ადმინისტრაციულ ერთეულში შიდა სასოფლო გზის და თორსა-დღვაბა-ხამისკურის დამაკავშირებელი გზის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტების ჯამური სახელშეკრულებო ღირებულება 4 მილიონ 448 ათას ლარზე მეტია.

საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება.

დასახლებებში გზების რეაბილიტაციის პროცესს ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლუდუკ ხასია და მერის პირველი მოადგილე რევაზ ზაქარაია გაეცნენ.