ახალ ხიბულაში მოქალაქეებს “მობილური იუსტიციის სახლის“ სერვისებით სარგებლობა შეეძლებათ

  • დღეიდან, ხობის მუნიციპალიტეტის ახალი ხიბულის ადმინისტრაციულ ერთეულში მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ “მობილური იუსტიციის სახლის“ სერვისებით.

ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, “მობილური იუსტიციის სახლის“ 470-ზე მეტი სერვისით სარგებლობა მოქალაქეებს ყოველი კვირის ხუთშაბათს შეეძლებათ.

“მობილური იუსტიციის სახლი“ იუსტიციის სამინისტროს ინოვაციური პროექტია, რომელიც სახელმწიფო და კერძო სექტორის სერვისებს სთავაზობს იმ ათეულობით სოფლის მცხოვრებთ, სადაც საზოგადოებრივი ცენტრები და იუსტიციის სახლები არ ფუნქციონირებს.