დიდი იმედი მაქვს ხობელების მხარდაჭერის

  • ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი “ქართული ოცნებიდან” გიორგი ხახუბია თავის ფეისბუქგვერდზე წერს:

“ჩემთვის გამორჩეულად ემოციური და პასუხისმგებლობით სავსეა ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად წარდგენა. ეს არის შესაძლებლობა გადავიბარო საქმე, რომელსაც ირაკლი წლების განმავლობაში დიდი წარმატებით უძღვებოდა. მე კარგად ვიცი რამდენად მნიშვნელოვანი იყო მისთვის თითოეული განხორციელებული პროექტი და ნებისმიერი მიმართულებით მიღწეული უმცირესი წარმატებაც კი. ირაკლის ღირსეული მაჟორიტარობის პერიოდში განვითარება თანაბრად შეეხო ინფრასტრუქტურას, რეკრეაციას, სოფლის მეურნეობას, სპორტულ-გამაჯანსაღებელ დაწესებულებებს, სკოლებსა და ბაღებს, ჯანდაცვასა და სხვა სოციალურ მიმართულებებს. ჩემთვის დიდი პატივია, ვიყო მისი საქმის გამგრძელებელი და გასაკვირი არ იქნება თუკი ვიტყვი, რომ თანაბრად მნიშვნელოვანია განვითარების ამ გზის როგორც წარსული, ასევე მომავალი.

სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ჩემს ამომრჩეველთან ურთიერთობა ამ გვერდის საშუალებით დამეწყო. აქ ირაკლის დეპუტატობის მთელი ისტორია და მისი საქმეებია თავმოყრილი. ჩემი მიზანია, გამარჯვების შემთხვევაში, ასეთივე მდიდარი ისტორია შევქმნა და ეს გვერდი იყოს ჩვენი საერთო საქმის უწყვეტობის ამსახველი.

მადლობას ვუცხადებ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ გუნდს გამოცხადებული ნდობისთვის და დიდი იმედი მაქვს ფოთელების, ხობელებისა და სენაკელების მხარდაჭერის”.-ნათქვამია ხახუბიას განცხადებაში.

ინფორმაციისთვის: 29 აპრილს საქართველოს პარლამენტის და მუნიციპალიტეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები, ასევე მერის რიგგარეშე არჩევნები ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით გაიმართება.

ინფორმაციისთვის: 29 აპრილს საქართველოს პარლამენტისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოების შუალედური, ასევე მერების რიგგარეშე არჩევნები გაიმართება.