დაუნის სინდრომის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა

  • ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 21 მარტს, კულტურის სახლის დიდ დარბაზში, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თოჯინების სპექტაკლის – „ბრიყვი მამალი“ პრემიერა შედგა.

საბავშვო სპექტაკლი „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებრივი ცენტრის“ მხარდაჭერით, რეჟისორმა მანანა შამათავამ დადგა.

ღონისძიებას მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეები და საბავშვო ბაღების აღსაზრდელები ესწრებოდნენ.

დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით კულტურის სახლის ფოიეში ბავშვთა ნახატების გამოფენა მოეწყო.