“გაუზიარე სიცოცხლე, გაიღე სისხლი“

  • ხობში, თბილისის მერიის “სისხლის გადასხმის საქალაქო სადგურის“ (სისხლის ბანკი) და ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით სისხლის უანგარო დონორთა აქცია – „გაუზიარე სიცოცხლე, გაიღე სისხლი“ გაიმართა.

ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დონორთა აქციაში მერიის და იურიდიული პირების წარმომადგენლებთან ერთად, ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, დავით ბერაიამ მიიღო მონაწილეობა.

„სისხლის გადასხმის საქალაქო სადგური“ დონორული სისხლისგან დამზადებული სისხლის კომპონენტებით ამარაგებს, როგორც ბავშვთა, ისე მრავალპროფილურ კლინიკებს.

ხობის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით სისხლის უანგარო დონორთა აქცია პერიოდულად იმართება.