ხობში სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს

  • ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ნოჯიხევის ადმინისტრაციულ ერთეულში ხიდის რეაბილიტაციის პროცესს ხობის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, რევაზ ზაქარაია, მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, გიორგი იოსავა და მერიის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსი, გია ჩაბალუხა გაეცნენ.

ინფრასტრუქტურული პროექტის ჯამური სახელშეკრულებო ღირებულება 39151 ლარს შეადგენს.

საქართველოს მთავრობამ ხობის მუნიციპალიტეტს სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღსადგენად 705000 ლარი გამოუყო.