ხობში “სოფლის მხარდაჭერის პროგრამით” 42 პროექტი განხორციელდა

  • „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობის მიერ შერჩეული 49 პროექტიდან 42 დასრულებულია, ხოლო 7 უახლოეს პერიოდში დასრულდება.

ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მოქალაქეებმა საპროექტო წინადადებებს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მუნიციპალიტეტის სოფლებში გამართულ დასახლების კრებებსა და კონსულტაციებზე ხმათა უმრავლესობით დაუჭირეს მხარი.