- ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრსა და ხობის მუნიციპალიტეტის მერიას შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე ხობში სალოტბარო სკოლა დაფუძნდა.
ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ქართულ ტრადიციულ სიმღერა-გალობას ლოტბარ-რეგენტი აკაკი კუპრავა შეასწავლის.
1 თებერვალს, 15:00 საათიდან, ხობის კულტურის სასახლეში სალოტბარო სკოლის მოსწავლეები შეირჩევიან.
ხობის სალოტბარო სკოლაში სწავლა უფასოა. სკოლაში ბავშვები მიიღებიან 6 წლის ასაკიდან.