- მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით 2 იანვარს ხობში საახალწლო ღონისძიება გაიმართება. ღონისძიების ადგილი: ცოტნე დადიანის 187, ცენტრალური პარკის მიმდებარე ტერიტორია.
იხილეთ ღონისძიების პროგრამა:
13:00-14:00 – საახალწლო მელოდიები.
14:00 – კოსტიუმირებული ორკესტრისა და ზღაპრის გმირების მსვლელობა.
14:00-19:00 – საშობაო ბაზრობა: ადგილობრივი ნაწარმის, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, გლინტვეინი, ცხელი შოკოლადი და კვების სივრცეები.
14:00-18:00 – საბავშვო სივრცე: საახალწლო სათამაშოების დამზადების გაკვეთილები.
15:00 – 16:00 – ანიმატორების საბავშვო პროგრამა.
16:00-17:30 – ბავშვების შეხვედრა თოვლის ბაბუასთან.
17:30-17:45 – კოსტიუმირებული ორკესტრის მსვლელობა.
18:00 – 20:00 – შემსრულებლები: გიორგი მახარაშვილი, ნოდარიკო ხუციშვილი და ბენდი, ჯგუფი შერეკილები.
20:00 – საზეიმო ფოიერვერკი.
წამყვანი ანა კოშაძე.