ხობში საახალწლო ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო

  • ხობის ცენტრალურ პარკში საახალწლო ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო და სადღესასწაულო კონცერტი გაიმართა.

ხობის კულტურის სასახლის დიდ დარბაზში მაყურებლის წინაშე ანსამბლი „კოლხეთი, ქორეოგრაფიული, სამეჯლისო და სპორტული ცეკვებისა და საესტრადო სიმღერების ჯგუფები და სამუსიკო სკოლის გუნდები წარდგნენ.

ბავშვების მხიარულ განწყობაზე დრამერები ზრუნავდნენ, სადღესასწაულო საღამო კი დიჯეი GIO-ს კონცერტით გაგრძელდა.

ფოტო: ხობის მუნიციპალიტეტის მერია