- ხობის საფეხბურთო ცენტრის სტადიონზე, ხობის „კოლხეთის“ ვეტერანი ფეხბურთელის და გუნდის უფროსის, პაატა თათარიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი გაიმართა ფეხბურთში.
ტურნირის გამარჯვებული ფოთის საფეხბურთო სკოლა გახდა, მეორე ადგილი მარტვილის აკადემიამ დაიკავა, ხოლო მესამე ადგილზე ხობის „კოლხეთი“ გავიდა. გამარჯვებული და პრიზიორი გუნდები თასებით, მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ.
ფოტო: ხობის მუნიციპალიტეტის მერია

