ხობში ოჯახის სიწმინდის დღე აღინიშნა

  • 17 მაისს, ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, ხობის წმინდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარში ეპარქიის სასულიერო პირებმა პარაკლისი გადაიხადეს; მსახურების დასრულების შემდეგ კი, ქალაქ ხობში, სამღვდელოების და მრევლის მონაწილეობით საზეიმო ლოცვითი მსვლელობა გაიმართა.

ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ხობში მიმდინარე ლოცვით მსვლელობას მრევლთან ერთად, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები შეუერთდნენ და მოქალაქეებს ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე მიულოცეს.

17 მაისი, ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე – სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ინიციატივით, 2014 წელს დაწესდა.