ხობში ელექტრონული არჩევნების დანერგვასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა

  • დღეს, ხობის მუნიციპალიტეტის მერიაში, ელექტრონული არჩევნების დანერგვასთან დაკავშირებით ამომრჩეველთა ინფორმირების კამპანიის ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ხობის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ჯემალ შეროზიამ შეხვედრის მონაწილეებს ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვასთან დაკავშირებით საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული საქმიანობის, საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების უპირატესობებისა და მნიშვნელოვანი სიახლეების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

მონაწილეები პირადად გაეცნენ ელექტრონული ტექნოლოგიების მუშაობას, რომელიც 2024 წლის 26 ოქტომბერს, პარლამენტის მორიგ არჩევნებზე ფართო მასშტაბით იქნება გამოყენებული. შეხვედრის ფარგლებში, ასევე გაიმართა იმიტირებული კენჭისყრაც და დაინტერესებულმა პირებმა პრაქტიკაში გამოცადეს – ვერიფიკაციისა და ხმის დათვლის აპარატების მუშაობა.

შეხვედრას ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია, მერის პირველი მოადგილე რევაზ ზაქარაია, მერის მოადგილე დავით ბერაია და მერიის თანამშრომლები ესწრებოდნენ.