ხობი ბავშვთა დღეს სხვადასხვა ღონისძიებით აღნიშნავს

  • 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, ხობის ცენტრალურ პარკში, 13:00 საათიდან 19:00 საათამდე სხვადასხვა სახის ღონისძიება გაიმართება.

იხილეთ ღონისძიების პროგრამა:

13:00 ხობის ცენტრალური პარკი – სპორტული შეჯიბრებები გაიმართება.

მძლეოსნობა;

მკლავჭიდი;

მაგიდის ჩოგბურთი;

ბაგირის გადაწევა;

14:00 ბავშვთა ნახატების გამოფენა.

სურათის გადასაღები სტენდი;

სახის მოხატვა;

კოსტუმირებული ანიმატორების პროგრამა;

საპნის ბუშტების შოუ;

16:00 კულტურის სასახლის დიდი დარბაზი – თოჯინების სპექტაკლი ,,ტყის ბინადარი’’.

17:00 ხობის ცენტრალური პარკი – ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების კონცერტი.

19:00 ხობის ცენტრალური პარკი – ჯგუფ ,,რეზო და ბავშვების’’ კონცერტი.