გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონთან დაკავშირებით 24 – საათიანი მონიტორინგი იწყება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი უკანონო ნადირობის ფაქტების პრევენციის, აღკვეთისა და გამოვლენის მიზნით, სეზონის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, 24-საათიან მკაცრ კონტროლს განახორციელებს. “გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის მსურველმა ნადირობამდე უნდა გადაიხადოს გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებელი (10 ლარი). მოსაკრებლის გადახდა შესაძლებელია საქართველოს ნებისმიერ ბანკში, მიმღები ბანკი: სახელმწიფო ხაზინა,...