საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ხობის მუნიციპალიტეტში, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე, ჯამში, 8.3 კმ-იანი (კმ284-კმ286 და კმ293-კმ298) მონაკვეთის პერიოდული შეკეთების სამუშაოები დასრულდა. სამუშაოები 2 მონაკვეთად მიმდინარეობდა. "გზის პერიოდული შეკეთების ფარგლებში, მოეწყო ასფალტ-ბეტონის საფარი, სანიაღვრე არხები, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები, მიერთებები და საგზაო ნიშნები; ასევე განხორციელდა გზის სავალი ნაწილის ჰორიზონტალური მონიშვნა სამუშაოები...

