ხობის მუნიციპალიტეტში, თორსა-დღვაბის თემში ახალი მინი სპორტული მოედანი მოეწყო

  • ხობის მუნიციპალიტეტის თორსა-დღვაბის ადმინისტრაციულ ერთეულში ხელოვნურსაფარიანი მინი სპორტული მოედანი აშენდა.

ხობის მუნიციპალიტერის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში მოეწყო ღობე, სკამები, განათების სისტემა და დაიგო ხელოვნური საფარი.

პროექტი, რომლის ღირებულებაც 110 000 ლარია, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა.

ადგილობრივი თვითმმართველობის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს ჯანსაღი ცხოვრების წესის მხარდაჭერა და სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია წარმოადგენს.

მიმდინარე წელს ახალი ხიბულის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ზუბში ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედანი აშენდება, ხოლო საჯიჯაოს ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ჯაპიშაქარში მინი მოედნის რეაბილიტაცია განხორციელდება.