ძველ ხიბულაში ფონდმა „ქართუმ“ ზვიად გამსახურდიას მემორიალური სახლის და სამონატრო კომპლექსის მშენებლობა დაასრულა

  • ხიბულაში ფონდმა „ქართუმ“ ზვიად გამსახურდიას მემორიალური სახლის და სამონასტრო კომპლექსის მშენებლობა დაასრულა. ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ ხიბულაში, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მემორიალური სახლის, წმინდა ლაზარეს აღდგინების სახელობის სამონასტრო კომპლექსის, სამრევლო სკოლისა და პარკის დასრულებული სამუშაოები ფონდი “ქართუს” აღმასრულებელმა დირექტორმა ნიკოლოზ ჩხეტიანმა და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ლუდუკ ხასიამ დაათვალიერეს.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, პროექტების განხორციელება ფონდი “ქართუს” მიერ მოხდა. “ქართუმვე” სოფელში ახალი, თანამედროვე საბავშვო ბაღი ააშენა. ფონდის მიერვე მოხდა სააღმზრდელო დაწესებულების ინვენტარითა და ტექნიკით აღჭურვა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *