სოფელ პირველ გურიფულში მინისტადიონის რეაბილიტაცია განხორციელდა

  • ხობის მუნიციპალიტეტის გურიფულის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ პირველ გურიფულში მინისტადიონის რეაბილიტაცია განხორციელდა.

ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის შესაბამისად: რეაბილიტირდა სტადიონის ღობე და დამონტაჟდა განათების სისტემა.

სტადიონის რეაბილიტაციის პროექტი “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, ადგილობრივი მოსახლეობის წინადადების საფუძველზე განხორციელდა.

რეაბილიტირებული სპორტული მოედანი ხობის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ რევაზ ზაქარაიამ და მერის მოადგილემ დავით ბერაიამ დაათვალიერეს.