“საქართველოს მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციის და მიწის პროექტთან” დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა

  • ხობის მუნიციპალიტეტის მერიაში „საქართველოს მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციის და მიწის პროექტთან” დაკავშირებით საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა.

ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს პროექტის განხორციელების ეტაპების, დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობის, შრომითი ურთიერთობების მართვის პროცედურების, გარემოსდაცვით და სოციალურ ვალდებულებათა გეგმის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია და მათ მიერ დასმულ კითხვებს უპასუხეს.

შეხვედრას ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია, მერის პირველი მოადგილე რევაზ ზაქარაია, მერის მოადგილე დავით ბერაია, შავღელეს ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები მოქალაქეები და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები.

მასშტაბური პროექტის ფარგლებში შავღელეს ადმინისტრაციულ ერთეულში დაგეგმილია 807 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე სადრენაჟე სისტემის სრული რეაბილიტაცია და წყალსატუმბი მექანიზმების მოწყობა.

პროექტის განხორციელების შედეგად მნიშვნელოვნად გაიზრდება არხების გამტარუნარიანობა და სამეურნეო სავარგულების მოსავლიანობა.

აღნიშნულ პროექტს საქართველოს მთავრობა მსოფლიო ბანკის და სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით ახორციელებს.