ხვალიდან ხობში გაზის მიწოდება შეწყდება

  • საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის განცხადებას ავრცელებს:

“გაცნობებთ, რომ შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” ქუთაისი-სოხუმის მაგისტრალური გაზსადენის 90,0-ე კმ-ზე, გაჟონვის სალიკვიდაციო გადაუდებელ სამუშაოებს ახორციელებს. აქედან გამომდინარე მიმდინარე წლის 22 თებერვალს 09:00 საათიდან 17:00 საათამდე დაიკეტება ამავე მაგისტრალის 81,6 – 97,7 კმ-ებზე არსებული სახაზო ონკანები, ზუგდიდისა და ხობის განშტოებები. აღნიშნული მონაკვეთი დაიცლება ბუნებრივი გაზისაგან და ჩატარდება საცეცხლე სამუშაოები.

ქალაქ ხობს და შემდეგ სოფლებს შეუწყდებათ გაზი: ბულიწყურს, გურიფულს, დასახლებას, დღვაბას, ზემო ქვალონს, ზენს, თორსას, კუთხენოჯიხევს, ლარჩვას, ნაფოშტუს, ნოჩხონს, ნოჯიხევს, ოხვამეკარს, საბუკიოს, საკვიკვინიოს, საკუკავოს, საქირიოს, სახოჭოლავოს, ჭითაუშქურს, ჭიხუს, ხამისკურსა და ხეთას.

ასევე შესაძლებელია საფრთხე შეექმნას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გაზმომარაგებას.

გაზმომარაგება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურებში, სალიკვიდაციო გადაუდებელი სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს.

შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” სისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას.”-აღნიშნულია იფორმაციაში.