საგვიჩიოსა და ახალ ხიბულაში სამელიორაციო სამუშაოები მიმდინარეობს

  • ხობის მუნიციპალიტეტის საგვიჩიოს და ახალი ხიბულის ადმინისტრაციულ ერთეულებში სამელიორაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საგვიჩიოში ხე-ბუჩქნარისგან და ნატანი მასისგან იწმინდება 3-კილომეტრიანი წყალშემკრები არხი, ხოლო ახალ ხიბულაში – 1.4 – კილომეტრიანი არხი.

სამელიორაციო არხების რეაბილიტაციის შედეგად გაიზრდება არხების გამტარობა და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების მოსავლიანობა.

სამელიორაციო სამუშაოებს შპს „საქართველოს მელიორაცია“ ახორციელებს.