რაჰიპ მამედოვის ბიუსტი გაიხსნა

  • ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში, 1987 წელს ამავე სოფელში გმირულად დაღუპულ რაჰიბ მამადოვის განახლებული ბიუსტი და სკვერი გაიხსნა.

მანამდე კი ხობის კულტურის სახლში გმირულად დაღუპული ჯარისკაცის შესახებ დოკუმენტური ფილმის ჩვენება შედგა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ღონისძიებებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები, აზერბაიჯანის ელჩი და ბათუმში თურქეთის კონსული ესწრებოდნენ.

რაჰიბ მამადოვმა წყალდიდობის დროს სოფელ ჭალადიდში 28 ადგილობრივის სიცოცხლე გადაარჩინა, თავად კი დაიღუპა.