პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხვის საბოლოო შედეგები გამოქვეყნდა – როდის იწყება სწავლა?

  • პროფესიული განათლების მიღების მსურველთათვის ჩარიცხვის საბოლოო შედეგები უკვე ცნობილია. განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ინფორმაციით, აპლიკანტებს მონაცემების გადამოწმება ონლაინ პლატფორმაზე – vet.ge, საკუთარი სარეგისტრაციო სივრცის განყოფილებაში “შედეგები” შეუძლიათ.

უწყების ცნობით, პროფესიული სასწავლებლები ჩარიცხვისთვის საჭირო დოკუმენტაციის მიღებას 16 ნოემბრიდან იწყებენ. რაც შეეხება უშუალოდ სასწავლო პროცესს, იგი 2026 წლის 1 დეკემბერს დაიწყება.

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში განმარტავენ, რომ უწყება სრულად უზრუნველყოფს ჩარიცხვის პროცესის ავტომატიზებულ მართვას, რეიტინგული სიების ფორმირებასა და შედეგების დროულ, გამჭვირვალე ხელმისაწვდომობას.