- ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტები აქტიურად ხორციელდება.
უწყების ცნობით, პატარა ფოთი-ჭალადიდის დამაკავშირებელი, ოთხკილომეტრიანი გზის რეაბილიტაციის პროექტი, რომლის სახელშეკრულებო ღირებულებაც 2 918 848 ლარია, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება.
პატარა ფოთისა და ჭალადიდის ადმინისტრაციული ერთეულების დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციის პროცესს ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია და საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე გაეცნენ.