- ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ოჯახში ძალადობისა და ადრეული ქორწინების საკითხებზე საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა და ადრეული ქორწინების თემაზე შექმნილი ვიდეორგოლის ჩვენება გაიმართა.
ხობის მუნიციპალიტეტის მერიაში გენდერული თანასწორობის საკითხებზე პასუხისმგებელმა პირმა თამუნა სიჭინავა და შსს ხობის რაიონული სამმართველოს წარმომადგენელმა ხათუნა ესებუა ხობის მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანოს – ახალგაზრდული საბჭოს წევრებს შეხვდნენ და ოჯახში ძალადობისა და ადრეული ქორწინების საკითხებზე სახელმწიფო პოლიტიკის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.
შეხვედრაზე ასევე, ისაუბრეს ადრეული/ბავშვობის ასაკში ქორწინების გამომწვევ მიზეზებზე, პრევენციის გზებსა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზე.
გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივითა და ორგანიზებით საზოგადოების და ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე შეხვედრები გაიმართება.