ნოჯიხევში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა იწყება

  • ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოჯიხევში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა იწყება.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან შესაბამისი ხელშეკრულება უკვე გააფორმა. პროექტის ფარგლებში, სოფელ ნოჯიხევში 50 აღსაზრდელზე გათვლილი ახალი ბაღი აშენდება.