მერია: ხობში ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება

  • ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ხობის მუნიციპალიტეტის სოფლებში “სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დაფინანსებული ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება.

მიმდინარეობს პირველი გურიფულის მინი სტადიონის რეაბილიტაცია, ზუბი (ახალი ხიბულას) მოსაცდელის მოწყობა და საკუკავო (ხამისკურის) სასაფლაოს შემოღობვა.

უწყების ცნობით, სულ პროგრამით გათვალისწინებულია 49 პროექტის განხორციელება. რისთვისაც 922 000 ლარია გამოყოფილი.

“მოქალაქეებმა საპროექტო წინადადებებს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მუნიციპალიტეტის სოფლებში გამართულ დასახლების კრებებსა და კონსულტაციებზე ხმათა უმრავლესობით დაუჭირეს მხარი”.-აღნიშნულია ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციაში.