დღეს, 17:00 საათიდან საქართველოს რკინიგზაზე მოძრაობა განახლდება

  • საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, სადგურ მარელისთან ჩამოწოლილი მეწყერისგან სრულად გაწმენდილია ლიანდაგები და აღდგენილია საკონტაქტო ქსელი. შესაბამისად, 3 ივლისის 17:00 საათიდან საქართველოს რკინიგზაზე მოძრაობა განახლდება.

დღის მეორე ნახევარში შესრულდება შემდეგი რეისები: მაგისტრალური მიმართულებით მოძრავი მატარებლები:

#804 თბილისი-ბათუმი 17:05

#807 ბათუმი-თბილისი 17:15

#801 ბათუმი-თბილისი 18:20

#812 თბილისი-ბათუმი 0:35

#811 ბათუმი-თბილისი 0:45

#869 ზუგდიდი-თბილისი 17:25

#874 თბილისი-ფოთი 17:30“, – აღნიშნულია “საქართველოს რკინიგზის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.