დღეს “მე მიყვარს ხობი” გაიმართება

  • დღეს, ხობის ცენტრალურ პარკში “ხობელობა 2023” გაიმართება. დღესასწაულთან დაკავშირებით, ქალაქის ცენტრში, სხვადასხვა ღონისძიებაა დაგეგმილი.

იხილეთ ღონისძების პროგრამა:

14: 00 – მხატვრების თამარ ნადირაძე- ბუკიას და ნათია სანიკიძის ნამუშევრების გამოფენა;

14:30 – ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა;

15:00 – შემეცნებითი და სპორტული ღონისძიებები;

16:00 – ადგილობრივი შემსრულებლების კონცერტი;

17:00 – ტრადიციული მეგრული კერძების მომზადების მასტერკლასი;

18:00 – ხობის საპატიო მოქალაქეთა, განათლების სფეროში მოღვაწე პირთა და წარმატებულ სტუდენტთა დაჯილდოება;

18:30 – გალაკონცერტი: ანრი ჯოხაძე, ნინი ბადურაშვილი, პროექტ “რანინას” ბავშვები ჯგუფი ,,რეგიონი’” საღამოს გაუძღვება თიკა ფაცაცია.

20:00 -საზეიმო ფეიერვერკი.