ახალი ხიბულის საბავშვო ბაღის ეზოში ატრაქციონის მოწყობა მიმდინარეობს

  • ხობის მუნიციპალიტეტის ახალი ხიბულის საბავშვო ბაღის ეზოში ატრაქციონის მოწყობა მიმდინარეობს.

ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ხობის მუნიციპალიტეტის მერია ახორციელებს.

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მუნიციპალიტეტის სოფლებში გამართულ დასახლების კრებებსა და კონსულტაციებზე ადგილობრივი მოსახლეობის მიერ ხმათა უმრავლესობით შერჩეული 49 პროექტიდან 42 დასრულებულია, ხოლო 7 უახლოეს პერიოდში დასრულდება.