ხობში ილია ჭავჭავაძის მემორიალის რეაბილიტაცია დასრულდა

  • ქალაქ ხობში ილია ჭავჭავაძის მემორიალის რეაბილიტაცია დასრულდა.

ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში განახლდა ღობე, მარმარილოს ფილებით მოპირკეთდა მემორიალი და დამონტაჟდა განათების სისტემა.

მემორიალის რეაბილიტაცია ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა.