- ხობის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია დაიწყო.
აღსაზრდელთა რეგისტრაცია შესაძლებელია ა(ა)იპ ,,ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების“ 23 სტრუქტურულ ერთეულში.
რეგისტრაციისთვის წარმოსადგენია შემდეგი დოკუმენტაცია:
ბავშვის დაბადების მოწმობა (2 ეგზემპლარი);
ჯანმრთელობის ცნობა (ჩატარებული აცრების მითითებით);
შშმ ბავშვის შემთხვევაში, ფორმა №IV-100 ან ფორმა №50 და სამედიცინო დაწესებულებიდან გაცემული შეფასების რეკომენდაცია საბავშვო ბაღში ჩართვის შესახებ;
ფოტოსურათი – 2 ცალი (3X4);
მშობლების/კანონიერი წარმომადგენლის პირადობის მოწმობის ასლები.
2 წლიდან აღსაზრდელები რეგისტრირდებიან მხოლოდ შემდეგ საბავშვო ბაგა-ბაღებში:
ქალაქ ხობის N1 საბავშვო ბაგა-ბაღი;
ქალაქ ხობის N2 საბავშვო ბაგა-ბაღი;
პირველი მაისის საბავშვო ბაგა-ბაღი;
საჯიჯაოს საბავშვო ბაგა-ბაღი;
ხეთის საბავშვო ბაგა-ბაღი.
საბავშვო ბაღებში ჩარიცხვის პროცესში პრიორიტეტი ენიჭებათ შემდეგი კატეგორიის აღსაზრდელებს:
სოციალურად დაუცველი ოჯახის ბავშვებს;
მრავალშვილიანი ოჯახის შვილებს;
დედით ან/და მამით ობოლ ბავშვებს;
მარტოხელა ოჯახის შვილებს;
იმ ოჯახის შვილებს, რომელთა და-ძმა ჩარიცხულია იმავე ბაღში;
სპეციალური საგანმათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებს.
რეგისტრაცია ასევე შესაძლებელია ქალაქ ხობის, ჭალადიდისა და თორსის საჯარო სკოლების ბაზაზე გახსნილ სასკოლო მზაობის ალტერნატიულ ცენტრებში, სადაც 3-საათიანი სასკოლო მზაობის პროგრამა განხორციელდება ბაღთან შეთავსებით.
ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ დაწესებულებებში 2026 -2027 სასწავლო-სააღმზრდელო წლისთვის აღსაზრდელთა რეგისტრაცია 15 აგვისტომდე გაგრძელდება.

