- ახალგაზრდული საბჭო აცხადებს პოსტერების კონკურსს “ხობი ჩემი თვალით”
კონკურსის ფარგლებში, ახალგაზრდებმა, საკუთარი ხედვით უნდა წარმოაჩინონ ხობის მუნიციპალიტეტის უნიკალურობა, კულტურა, ბუნება, ისტორია და ის, რაც მათთვის ხობს განსაკუთრებულ ადგილად აქცევს.
მონაწილეებმა პოსტერის საშუალებით უნდა გადმოსცენ, თუ როგორ ხედავენ ხობს. ნამუშევარში შეიძლება აისახოს: ხობის ბუნება და ლანდშაფტები; ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობა; ტრადიციები და ადგილობრივი იდენტობა; ყოველდღიური ცხოვრება; ახალგაზრდების როლი მუნიციპალიტეტის განვითარებაში; ხობისთვის მნიშვნელოვანი ადგილები, სიმბოლოები და ღირებულებები. შეფასების კრიტერიუმები: თემის შესაბამისობა; შემოქმედებითობა და ორიგინალურობა; ვიზუალური ეფექტურობა; გზავნილის მკაფიოდ გადმოცემა; პოსტერის დიზაინი და შესრულების ხარისხი. მონაწილეობის პირობები:
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ხობის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 14-29 წლის ახალგაზრდებს;
️ თითოეულ მონაწილეს შეუძლია წარადგინოს მხოლოდ ერთი პოსტერი
მონაწილეობის წესები :
️მონაწილემ პოსტერთან ერთად უნდა წარადგინოს მოკლე აღწერა;
️პოსტერი უნდა გამოიგზავნოს საბჭოს პირად შეტყობინებაში
გამარჯვებულები და პრიზები:
გამარჯვებულები გამოვლინდებიან სოციალური ქსელში ფოტოების მიერ დაგროვილი მოწონებების (ლაიქების) რაოდენობის მიხედვით.
️გამოვლინდება 3 გამარჯვებული;
️გამარჯვებულები გამოცხადდება სოციალური ქსელის ოფიციალურ გვერდზე;
️ გამარჯვებულებს გადაეცემათ სერტიფიკატები და სიმბოლური პრიზები.
დამატებითი პირობები:
კონკურსში მონაწილეობით მონაწილე ადასტურებს თანხმობას, რომ ორგანიზატორს უფლება აქვს გამოიყენოს და გაავრცელოს მისი წარმოდგენილი ფოტოები ხობის მერის სათათბირო ორგანო – ,,ახალგაზრდული საბჭოს გვერდზე“.
პლაგიატის შემთხვევაში მონაწილე ავტომატურად დისკვალიფიცირდება.
ნამუშევრების მიღების ბოლო ვადა – 15 ივლისი.

