სამეგრელო-ზემო სვანეთის ბიზნესპოტენციალი და ახალი კავშირები – 25 ნოემბერს „ბიზნესის დღე“ გაიმართება

  • 25 ნოემბერს, საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის ორგანიზებით, მასშტაბური ღონისძიება „ბიზნესის დღე“ გაიმართება.

ღონისძიება ადგილობრივ მეწარმეებს გააერთიანებს, შექმნის ახალ საქმიან კავშირებს და სრულად წარმოაჩენს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ბიზნესპოტენციალს.

დაინტერესებულ პირებს მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაციის გავლის შესაძლებლობა უკვე აქვთ.

დღის წესრიგი და სარეგისტრაციო ფორმა: იხილეთ ბმულზე — https://events.gedc.ge/