ხობში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა

  • ძლიერმა წვიმებმა მდინარეების და ღელეების ადიდება გამოიწვია. რის შედეგადაც ხობის მუნიციპალიტეტის ზოგიერთ ადმინისტრაციულ ერთეულში დაიტბორა სავარგულები, ეზოები, წყალი შევიდა საცხოვრებელი სახლების და კორპუსების პირველ სართულებზე, ჩამოირეცხა გზები.

ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ადგილზე შეისწავლიან მდგომარეობას და ზარალს დაითვლიან.