ხობში “საქართველოს პარლამენტის მოდელირება 2022“ შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

  • ხობის კულტურის სასახლის მცირე დარბაზში ადგილობრივი ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის „ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის“ ინიციატივითა და ორგანიზებით განხორციელებული პროექტის – „საქართველოს პარლამენტის მოდელირება 2022“ შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.

ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, “საქართველოს პარლამენტის მოდელირება 2022“-ში მონაწილე ახალგაზრდებმა განიხილეს ახალგაზრდების წინაშე არსებული გამოწვევები და განხილვის შედეგად მიღებული დასკვნები შეხვედრის მონაწილეებს გააცნეს.
შეხვედრას ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე და თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.