ხობში, რაჰიპ მამედოვის ძეგლის რეაბილიტაცია დასრულდა

ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით:ხობის მუნიციპალიტეტის ჭალადიდის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ საბაჟოში რაჰიპ მამედოვის ძეგლის, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალის რეაბილიტაცია და მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერის მოწყობა დასრულდა.

განხორციელებულ სამუშაოებს ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია, მერის პირველი მოადგილე რევაზ ზაქარაია და მერიის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსი გია ჩაბალუხა გაეცნენ.1987 წელს, სოფელ ჭალადიდში წყალდიდობის დროს, აზერბაიჯანელმა ახალგაზრდამ რაჰიპ მამედოვმა არაერთი ადგილობრივის სიცოცხლე გადაარჩინა, თვითონ კი სამაშველო ღონისძიებების გატარების დროს დაიღუპა.

პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხობის მუნიციპალიტეტის მერიამ განახორციელა.ინფრასტრუქტურული პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 81 000 ლარია;

სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „აფო“ აწარმოებდა.