შუა ხორგაში მინისტადიონის მშენებლობა მიმდინარეობს

  • შუა ხორგის ადმინისტრაციულ ერთეულში ხელოვნურსაფარიანი მინისტადიონის მშენებლობა მიმდინარეობს.


უწყების ცნობით, ინფრასტრუქტურული პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 108 000 ლარამდეა.


პროექტის შესაბამისად დამონტაჟდება განათების სისტემა, დაიგება ხელოვნური საფარი და მოეწყობა სკამები.

პროექტს მერია ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ახორციელებს.