კურსდამთავრებულებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

  • დღეს, ქალაქ ხობში, მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების კურსდამთავრებულებისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება იმართება.


ცენტრალურ პარკში ახალგაზრდების მონაწილეობით ჩატარდა სპორტული შეჯიბრებები, მოეწყო ხელოვანთა ნამუშევრების გამოფენა; ხოლო კოლეჯ „ფაზისის“ წარმომადგენლებმა ახალგაზრდებს საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.


კულტურის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ჯგუფ ,,წერილის’’ კონცერტი მიმდინარეობს.
საზეიმო ღონისძიება „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო, საზოგადოებრივი ცენტრის“ ორგანიზებით ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით ტარდება.


სკოლების კურსდამთავრებულებისადმი მიძღვნილი ღონისძიება დიჯეი Zukay-ს კონცერტით დასრულდება.