ხობის მუნიციპალიტეტში დამატებით 10 სოფელში გაზიფიცირების სამუშაოები ჩატარდება

  • საქართველოს პრემიერ-მინისტრის განკარგულების შესაბამისად, ხობის მუნიციპალიტეტში, დამატებით 10 სოფელში გაზიფიცირების სამუშაოები ჩატარდება.

გაზიფიცირების პროექტი 2022 წელს შემდეგ სოფლებში განხორციელდება: პირველი გურიფული, მეორე გურიფული, გაღმა შუა ხორგა, გამოღმა შუა ხორგა, გაღმა პირველი ხორგა, ზემო ქვალონი, პატარა ფოთი, გვიმარონი, ჭითაუშქური, საალანიო-საფაჩულიო.

ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში დაიწყება ბია-საშონიოს, ზემო ბიას, გაღმა საჯიჯაოს, ზენის, ზუბის, ჯაპიშაქრის, გაშფერდის გაზიფიცირება.

2017 წლიდან დღემდე გაზიფიცირდა: ნოჯიხევის, ხეთის, პირველი მაისის, ხამისკური, თორსა-დღვაბის, ძველი ხიბულის ადმინისტრაციული ერთეულები და სოფლები: სახოჭოლავო, ახალი ხიბულა, ბია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *