ხობის კულტურის სასახლეში გაიმართება შეხვედრა პოეტ-აკადემიკოს ვაჟა ეგრისელთან

18 სექტემბერს, 17:00 საათზე, ხობის კულტურის სასახლეში გაიმართება შეხვედრა პოეტ-აკადემიკოს ვაჟა ეგრისელთან. ღონისძიების ორგანიზატორები არიან ხობის მუნიციპალიტეტის მერია და "ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებრივი ცენტრი". დასწრება თავისუფალია.