ქვიშას მოყოლილი “აუწონავი ოქრო”

ეს ქანდაკება, რომელსაც სპეციალისტები “აუწონავ ოქროს” ეძახიან, ხობელებმა მზისადარ და გიორგი წულაიებმა იპოვეს.  ცოლ-ქმარს მდინარე ხობისწყლიდან შინ მიტანილი სამშენებლო ქვიშის გაცრის დროს ხელთ უცნაური ნივთი შერჩა, რომელიც ულამაზესი ქანდაკების თავი აღმოჩნდა. უფრო სწორად, ვენერა მილოსელის “ტყუპისცალი”, რომელსაც მკვლევარებმა, პირობითად, “დიანა” შეარქვეს. დღეს, ამ ქანდაკებას სპეციალისტები იკვლევენ. ქანდაკება, სავარაუდოდ, მე-5 საუკუნემდეა შექმნილი, ის შეიძლება იყოს რომაულიც. როგორც სპეციალისტები ამბობენ, საქართველოში I-II საუკუნეებში, რომაული კულტურის გავლენაც დიდი იყო.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *