ტრენინგების ციკლი რეგიონის ფერმერებისთვის AFAD-ისგან

  • პროექტის “პროფესიული განათლებისა და ექსტენციის სისტემების მოდერნიზება საქართველოს სოფლის მეურნეობაში” ფარგლებში მიმდინარეობს მოკლევადიანი ტრენინგების ციკლი რეგიონის ფერმერებისთვის, რომელსაც უძღვებიან სოფლის განვითარების სააგენტოს ექსტენციონსტი-ტრენერები.

ტრენინგების მიზანია, ფერმერთა საჭიროებაზე მორგებული სასოფლო-სამეურნეო, ან მასთან მკვეთ საკითხებზე ცოდნის და ინფორმაციის გაზიარება ფერმერთა საწარმოო და ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობისთვის.

უკვე ჩატარდა მოკლევადიანი ტრენინგები თემებზე: “აგრო-ტურიზმი”, “სასოფლო-სამეურნეო ნარჩენები და ბიოტრანსფორმაცია”, “კომპოსტირება”.

პროექტს ახორციელებს „ასოციაცია სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის (AFAD)“ (დონორები: გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში (UNDP) და შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისი სამხრეთ კავკასიაში (SDC).

თემის სპონსორი: AFAD Association For Agriculture Development

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *