საქართველოში კორონავირუსის 1 527 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 46 პაციენტი

  • საქართველოში კორონავირუსის 1 527 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 4 588 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 46 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 21 264 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 13 922, „პისიარ“ ტესტით – 7 342.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 7,18%, ბოლო 14 დღის – 7,8%, ბოლო 7 დღის – 7,45%.

სულ ჩატარდა 2 311 840 აცრა, დღიურად აცრილია 2 500.

კარანტინის რეჟიმშია 35,  სტაციონარში მეთვალყურეობას 6 138 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 183 პირი.

კომენტარის დატოვება