ხობში კობა შუბითიძის სახელობის თასის გათამაშება ფეხბურთში დაიწყო

ხობის მუნიციპალიტეტის საგვიჩიოს ადმინისტრაციულ ერთეულში კობა შუბითიძის სახელობის თასის გათამაშება ფეხბურთში დაიწყო. ტურნირი ეძღვნება 2004 წელს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის სამაჩაბლოში დაღუპული ჯარისკაცის ხსოვნას.

ტურნირის საზეიმო გახსნის ცერემონიალს ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე დავით ბერაია, დაღუპული გმირის ოჯახის წევრები, ადგილობრივი მცხოვრებლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

ჩემპიონატის გახსნით შეხვედრაში ერთმანეთს ქუთაისის მესამე ქვეითი ბრიგადისა და „ჭალეს“ გუნდები დაუპირისპირდნენ. ტურნირში, რომელიც 30 ივლისს დასრულდება, სულ 8 საფეხბურთო გუნდი მონაწილეობს: საგვიჩიოს, ჭალადიდის, „ჭალეს“, სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადის, ხონის მეექვსე საარტილერიო ბრიგადის, ლოგისტიკის ცენტრისა და თავდაცვის მეათე ტერიტორიული ბრიგადის ნაკრებები. ისინი კობა შუბითიძის სახელობის გარდამავალი თასის მოპოვებისთვის იბრძოლებენ.

ტურნირი ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერითა და ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ „კოლხეთის“ ორგანიზებით ჩატარდა.

ინფორმაციას ხობის მუნიპალიტეტის მერია ავრცელებს