ხეთაში, პაპანწყვირეს ტბასთან გზის რეაბილიტაცია სრულდება

  • ხეთაში, პაპანწყვირეს ტბასთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დასრულების ეტაპზეა.

ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტს, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 308998 ლარია, შპს “შარა-გზამშენი პირველი“ ახორციელებს.

ინფორმაციისთვის: გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები პარალელურად მუნიციპალიტეტის ხუთ ერთეულში მიმდინარეობს.