ხამისკურში გაბიონის მოწყობა მიმდინარეობს

  • ხობის მუნიციპალიტეტის ხამისკურის ადმინისტრაციულ ერთეულში სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

სოფელ საქირიოში გაბიონის რეაბილიტაციის პროცესს ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძესთან და მერის პირველ მოადგილე რევაზ ზაქარაიასთან ერთად გაეცნო.

უწყების ცნობით, ინფრასტრუქტურულ პროექტებს ხობის მუნიციპალიტეტის მერია მთავრობის მიერ მუნიციპალიტეტისთვის სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის გამოყოფილი თანხით ახორციელებს.

მიმდინარე წელს, ხამისკურში სტიქიის შედეგად დაზიანებული ხუთი ობიექტი რეაბილიტირდება.