ხამისკურში გაბიონების მოწყობა მიმდინარეობს

  • ხობის მუნიციპალიტეტის ხამისკურის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ საკუკავოში და ზემო საფარცვანიოს უბანში ნაპირდამცავი გაბიონების მოწყობა მიმდინარეობს.

ინფრასტრუქტურულ პროექტებს ხობის მუნიციპალიტეტის მერია მთავრობის მიერ მუნიციპალიტეტისთვის სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის გამოყოფილი თანხით ახორციელებს.

მიმდინარე წელს ხობის მუნიციპალიტეტში სტიქიის (წყალდიდობა) შედეგად დაზიანებული 15 ობიექტის რეაბილიტაცია განხორციელდება.

წყარო